ჩემი განადგურება იგეგმება - ლევან ვასაძე
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2019 15:11
ჩემი განადგურება იგეგმება - ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებს შეხვდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც ბიზნესმენმა განმარტა, აქვს ინფორმაცია, რომ მისი განადგურება იგეგმება.

"ხალხი რეგიონებიდან ჩამოდის და სიებში ეწერება. გვაქვს ინფორმაცია, თითქოსდა იგეგმება ჩემი განადგურება, ეს ინფორმაცია მაქვს უშიშროებიდან. ამის მიზანია არეულობა, რომ დაბრალდეს ბიძინა ივანიშვილს. მსგავსი თუ მოხდა, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი, ეს იქნება ხელისუფლების მოწინააღმდეგე ჯგუფების და პროვოკატორების ბრალი, ვისაც უნდა ქვეყნის დესტაბილიზაცია. განვაგრძობთ თვითორგანიზებას მშვიდ რეჟიმში. მაგრამ თუ მათ არ გადაიფიქრეს შეკრებები, არავითარი ცემა, მოვკიდებთ ხელს და გამოვიყვანთ. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, როდესაც ეს კვირა დამთავრდება, მერე ვისაუბრებთ უფრო მნიშვნელოვან თემებზე“,-განაცხადა ლევან ვასაძემ.