უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2019 19:22
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები 18-19 ივნისს საქართველოში ძლიერ ნალექსა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას ვარაუდობენ.

როგორ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.