ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2019 14:33
ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიის და „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით, დედაქალაქი 2019 წლის 20-22 ივნისს, „ფაბრიკაში“ „სთორითელინგის“ - ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner & Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „ამბის თხრობის" როგორც ტრადიციულ, ისე, ინვოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და „ფაბრიკა“.