ლარი მკვეთრად გაუფასურდა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2019 17:11
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის, 20 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7871 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7664 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0207-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1229 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0995 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0234 -ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5084 ლარია , აქამდე მოქმედი კურსი 3.4682 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0402 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4751ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4741 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0010-ით გაუფასურდა.