იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა 162 ათას ევროდ გაიყიდა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2019 20:30
იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა 162 ათას ევროდ გაიყიდა

იარაღი, რომლითაც, დიდი ალბათობით, მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, პარიზში, Drouot-ის აუქციონზე 162 ათას ევროდ გაიყიდა.

დაჟანგული იარაღის გამყიდველის და მყიდველის ვინაობა არ სახელდება. ვარაუდობენ, რომ აუქციონზე ის რეჟინ ტაგლიანმა გაიტანა, რომლის მშობლებმაც 1952 წელს იყიდეს სახლი, სადაც ვან გოგმა თავისი ცხოვრების ბოლო ერთი კვირა გაატარა. 

ფიქრობენ, რომ მათ ეს იარაღი იმ ფერმერმა გადასცა, რომელმაც ის მინდორში იპოვა, სადაც 1890 წლის 27 ივლისს ვან გოგმა თავი მოიკლა.

აუქციონზე იარაღის საწყისი ფასი 40-დან 60 ათას ევრომდე იყო.

ვინსენტ ვან გოგმა სასიკვდილო ჭრილობა 1890 წლის 27 ივლისს მიიყენა. ის მიღებული ჭრილობით 2 დღეში, ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დაიღუპა.


Read more at https://www.primetime.ge/news/1560959770-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90#GwyaqUqcVXdj16j1.99