თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2019 20:33
თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება.

საქართველოს მოქალაქე ქალაქ რიზეში სამუშაოდ იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის თბილისიდან თურქეთში, სეზონური დასაქმების მიზნით, ჩაის საკრეფად ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში მას რიზეს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ცხედარი ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით საქართველოში დღეს გადმოასვენეს.