„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“ - მეტროში ორი ახალგაზრდა სცემეს
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2019 23:27
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“ - მეტროში ორი ახალგაზრდა სცემეს

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველებმა საქართველის პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წყარო: პირველი არხი