შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 10:02
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ „რუსთაველის“ მეტროში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდებს რამდენიმე კაცი მეტროს ესკალატორთან ფიზიკურად გაუსწორდა.

ტეგები