კანადაში, ტყის ხანძრის გამო 9 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 10:37
კანადაში, ტყის ხანძრის გამო 9 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

კანადაში, ჩრდილოეთ ალბერტას ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 9 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, სიტუაციის გაუარესების გამო ალბერტას პროვინციის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების სწრაფად დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ადგილზე, 1200 მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ამ დროისთვის, რეგიონში ცეცხლის 27 კერა ფიქსირდება.

ტყეში ხანძარი 26 მაისიდან გრძელდება და მის ჩაქრობას სიცხე და მშრალი ამინდი აფერხებს. 4 000 ადამიანს აღნიშნულ პროვინციაში საცხოვრებელი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაატოვებინეს, თუმცა ისინი გაუფრთხილებლად დაბრუნდნენ. 

ტეგები