რუსმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 11:40
რუსმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა.

გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარებისთვის ზაქარია ქუცნაშვილს მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა.

სერგეი გავრილოვი სხდომას პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა. სხდომის შემდეგ,  მან ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.

ტეგები