აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 12:41
აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა

სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა.
 

"ევროპული საქართველოს“ წევრები საქართველოში სესიის ჩატარებას, ასევე სესიაში მონაწილეობის მიზნით ორგანიზაციის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და მის მიერ სესიის პარლამენტის სპიკერის ადგილიდან წაყვანას აპროტესტებენ.

ტეგები