გავრილოვის სკამზე დაჯდომა შეთანხმებული არ იყო-მდინარაძე
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 13:05
გავრილოვის სკამზე დაჯდომა შეთანხმებული არ იყო-მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში დაჯდომა გუნდთან და პარლამენტთან შეთანხმებული არ იყო.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან ეს სხდომა წაიყვანა, გაბედა პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად და განსხვავებით, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხდომა ხვალ სხვა სივრცეში ჩატარდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ასამბლეის წევრებს ბოდიში მოუხადა. 

ტეგები