ამოიშანთოს კოლაბორაციონალიზმი საქართველოდან- თბილისში აქცია სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2019 14:59
ამოიშანთოს კოლაბორაციონალიზმი საქართველოდან- თბილისში აქცია სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს

ამოიშანთოს კოლაბორაციონალიზმი საქართველოდან- ამ მოწოდებით თბილისში აქცის მართავენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტიდან „რედისონთან“ გადაინაცვლა. მათი თქმით, სასტუმროში იმყოფება სერგეი გავრილოვი, რომელსაც მავთულხლართები უნდა გადასცენ. აქ შეკრებილებმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მოთხოვნებიც გააჟღერეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ქაცარავა ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოდან დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვს. ამასთან, ქაცარავა საორგანიზაციო ჯგუფისგან, რომელმაც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ამ დროისთვის, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში იმყოფება, ნაწილი კი აქციას პარლამენტის შენობის წინ მართავს. 

ტეგები