ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე - პირველი არხის ჟურნალისტი
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 15:06
ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე - პირველი არხის ჟურნალისტი

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავბედნიერდი იმით, რომ ბევრ ადამიანს ვყვარებივარ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ვერ გპასუხობთ მესიჯებზე, წერა მიჭირს და აქ დავწერ ჩემს მდგომარეობას. 

ახლა კარგად ვარ, გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რდენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის. ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე", - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც აქციაზე დაშავდა.