ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო - ესტონეთის საელჩო
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 15:23
ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო - ესტონეთის საელჩო

ესტონეთის საელჩო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო. გვესმის იმ ტკივილის, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ თავშეკავებულები და იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.