რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ დემეტრეს თვალი შეუნარჩუნეს
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 19:26
რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ დემეტრეს თვალი შეუნარჩუნეს

რამდენიმესაათიანი მძიმე ოპერაციის შემდეგ მსახიობ დემეტრე ნაყოფიას ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დემეტრეს მეგობარი ნიკა ლაშხია წერს. 

„მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს. დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას”, - წერს მსახიობის მეგობარი.