ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 19:28
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაცია პირველ არხს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში დაუდასტურეს. პარტიის ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილს დაურეკეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რისთვისაც 24 საათიანი ვადა მიეცა. მისი გამოკითხვაზე დაბარება კი, პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარტიაში „გამარჯვებული საქართველო“ ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისცეს გამომძიებლებს ჩვენება და ის ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. როდის მოხდება მისი გამოკითხვა თარიღს ოქრუაშილის თანაპარტიელები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ.