შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 21:34
შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქციას მართავენ

შვედეთში მცხოვრები ქართველები შვედეთში რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც გუშინ საქართველოში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. 

"ერთის მხრივ ვაპროტესტებთ რაც პარლამენტში მოხდა და ვთვლით, რომ შეურაცხმყოფელია რუსი დეპუტატის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან. ამასთან ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციის სამ ძირითად მოთხოვნას, გადადგეს გახარია და მთელი მთავრობა, გაათავისუფლონ ყველა დაკავებული და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რაც გუშინ მოხდა, როგორც გაუსწორდნენ ფიზიკურად ახალგაზრდებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.