თბილისის მერმა 21 ივნისს აქციაზე დაშავებულები მოინახულა
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2019 23:45
თბილისის მერმა 21 ივნისს აქციაზე დაშავებულები მოინახულა

თბილისის მერი რეგიონულ ჰოსპიტალში მივიდა, სადაც 21 ივნისის აქციის დროს დაშავებული პაციენტები იმყოფებიან. კახა კალაძემ აქციის მონაწილეები და დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

დედაქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ექიმებს, რომელთა პროფესიონალიზმის წყალობით, ორ ახალგაზრდას მხედველობა შეუნარჩუნდა. 

თბილისის მერი აქციის დროს დაშავებულთა ახლობლებსაც გაესაუბრა. კახა კალაძის თქმით, ახლა მთავარი სწორედ მათი სწრაფი გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაციაა.