„რუს ტურისტებს ჩვენ ვუმასპინძლებთ“ - აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2019 10:16
„რუს ტურისტებს ჩვენ ვუმასპინძლებთ“ - აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე

იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ, აფხაზეთი უმასპინძლებს - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცი.

„ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზიმიც“ - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები, ხოლო რუსულ ტურისტულ კომპანიებს ​რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა აუკრძალა.

primetime.ge

ტეგები