„რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, ქართველებმა დაკარგეთ ტურისტები“ - თინა კანდელაკი
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2019 10:25
„რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, ქართველებმა დაკარგეთ ტურისტები“ - თინა კანდელაკი

ჟურნალისტი თინა კანდელაკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პუტინმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

„რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოს კი ბევრი. ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ,- ამბობს თინა კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა.

იმავე განკარგულებაში საუბარია 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების აკრძალვაზეც.

 

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები