„ბლეფია და სასაცილო დღევანდელი ქვეყნის ბედ იღბალი!!! ვისკენ იშვერ ხელს ქართველო ვისკენ!!!!“
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2019 12:50
„ბლეფია და სასაცილო დღევანდელი ქვეყნის ბედ იღბალი!!! ვისკენ იშვერ ხელს ქართველო ვისკენ!!!!“

ზაზა სარალიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ბლეფია და სასაცილო დღევანდელი ქვეყნის ბედ იღბალი!!!

ოპოზიცია რომლებმაც ხალხი მიატოვა სისხლის გუბეში და ხელისუფლება რომელმაც სისხლის გუბე დააყენა!!!

აქციის ორგანიზატორებს გონიათ აპოლიტიკურ შეკრებებს გეგმავენ და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლები ყავთ საინიციატივო ჯგუფში!!!!

ვისკენ იშვერ ხელს ქართველო ვისკენ!!!!

ვის თხოვ პასუხს???

პასუხები საკუთარ თავებში ეძებეთ და სხვების დადანაშაულებას მოეშვით!!!

-დღეს მივხვდი ბატონო ზაზა რისთვისაც იბრძოდით,ბოდიშით რომ გვიან მივხვდი და შენს გვერდით არ ვიდექით!!!
მეწყინა ძალიან!!!!
განა ის მეწყინა,რომ არ იდგა ჩემს გვერდით!!!
მეწყინა ის რომ სანამ სისხლის გუბეები არ დადგა ქვეყნის გულში მანამ ვერ დავინახეთ რეალური საფრთხე!!!
პოლიტიკა????
პოლიტიკა და პოლიტიკოსები კი არა,თითოეული ქართველის კისერზეა ის სისხლი,რაც ერთმანეთის ხოცვაჯლეტით დაიღვარა!!!

პ.ს.ოპოზიციის ლიდერებს შეეძლოთ ჩამდგარიყვნენ გულანთებული ხალხის და გაბოროტებული მთავრობის სპეცრაზმს შორის ჩადგომა და თავის თავზე ამ უბედურების აღება!!!!
მთავრობას კი ადამიანური ენით ესაუბრა გულიან ქართველებთან!!!!
( ადამიანობა და თანაგრზნობა ქართველს აღარ გვაქ არააა)!!!
მაგრამ ხალხი ვის ადარდებს!!!!
ხალხია პოლიტიკააააა ხალხიიიიიი!!!!!

მერე რაააა რომ დაგვიხოცეს და დაგვისახიჩრეს შვილები!!!!
ჩვენ ხომ საქართველოს ვწირავთ ჩვენ შვილებს და გვეამაყება ეს ყველაფერი!!!
არადა ვიღაცეების სკამებს და ვიღაცეების ფულებს ვწირავთ,რომ შემდეგ გასაკრიტიკებელი გვყავდეს ვინმე,ვინც მთავრობაში თუ ოპოზიციაში ყოფნით სახლები აიშენა და ბევრი ფული იშოვა!!!!
და ასე შემდეგ........
კიდე ბევრს დავწერ მაგრამ აზრი აღარ აქ!!!!
სანამ თითოეული ქართველი არ იგრძნობს ერთმანეთის ტკივილს!!!
რაც ძალიან რთულია!!!
იმაზე მეტად რთულია,ვიდრე ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაძაგოთ(რაც ყველაზე კარგად გამოგვდის)!!!

ვისკენ იშვერ ქართველო ხელს,როცა დამნაშავე შენ ხარ და არ გინდა აღიარო!!!

დიახ!!!!

მადლობა ექიმებს
მადლობა იურისტებს
მადლობა ყველას ვინც ორი დღეა ეხმარება დაზარალებულებს და უკანონოდ დაკავებულებს!!!

მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა და დიდი ბოდიში იმ გოგო ბიჭებს ვისი სიახლიც გამოდინდა და რუსთაველი შეღება!!!!
მადლობა იმიტომ,რომ იქნებ მათმა სისხლმა მაინც გამოგვაფხიზლოს და რეალურად ახლა მაინც დავინახოთ საით მიდის ჩვენი ქვეყნის ბედ იღბალი!!!

რუსეთი ოკუპანტია!!!!!!
მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ქართველური გრძნობების ოკუპანტები ვართ სამწუხაროდ!!!

ბლეფია და სასაცილო ეს ყველაფერი!!!
ბოდიში საქართველო!!!!
ბოდიში დედებო და მამებო ვისი შვილების სისხლზეც ვდგავართ დღეს!!!!
ჩვენ ვერ დავიცავით თქვენი შვილები!!!

ქართული სულის ჯაჭვი კი არ გაწყდა,სამწუხაროდ იმსხვრევა ნაკუწნაკუწ,რაც წინაპრებმა შემოგვინახა დღემდე!!!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!!“


 

ტეგები