„გაატარე ზაფხული საქართველოში“ - სოციალურ კამპანიას უამრავი ადამიანი უერთდება
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2019 12:13
„გაატარე ზაფხული საქართველოში“ - სოციალურ კამპანიას უამრავი ადამიანი უერთდება

სოციალურ ქსელში ქართველებმა კამპანია დაიწყეს, ჰეშთეგით-გაატარე ზაფხული საქართველოში (Spend your summer in GEORGIA)
ქართველები ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისას უფასო საცხოვრებლებს სთავაზობენ, სანაცვლოდ ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უნდა დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ქართველების კამპანიას, როგორც უცხოელები ასვევე ემიგრანტებიც ეხმიანებიან. უცხოელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ ამ ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავენ, ბევრი მათგანი საქართველოს ფოტოებს მეგობრებს უზიარებს. 

"მეც ვუერთდები კამპანიას და შემიძლია სრულიად უფასოდ მივიღო 10 მდე ტურისტი როგორც თბილისში ასევე ბაკურიანსა და რაჭაში.ასევე მე და ჩვენ მეგობრებს გვაქვს იდეა ჩვენი მანქანებით წავიყვანთ ყველა იმ ტერიტორიაზე სადაც ხდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. ჩამოვიდნენ და თავად ნახონ და დაწერონ როგორ გვებრძვის და  როგორ განაგრძობს რუსეთი მავთუმხლართებით ოკუპაციას",- წერს სოციალურ ქსელში კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, კახა კერესელიძე.

 

ტეგები