კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს აქციისთვის განკუთვნილი გახმოვანების აპარატურა მერიამ მოიპარა- კახა კალაძე
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2019 16:25
კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს აქციისთვის განკუთვნილი გახმოვანების აპარატურა მერიამ მოიპარა- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უპასუხისმგებლო განცხადება და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა კონკრეტული პოლიტიკოსების
მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციები და აპარატურა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა.

კახა კალაძის თქმით, კონსტრუქციები, „თბილსერვისჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, დროებით იქნა გატანილი
და ისევ ადგილს უბრუნდება.

„პირველ რიგში, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი კონკრეტული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინც ცდილობს, სახელი შეუბღალოს დედაქალაქის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს და რაც მთავარია, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას.ამ სამსახურის წარმომადგენლები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, დილის საათებში
დასუფთავდა. რადგან ადგილზე არ იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც კონსტრუქციებზე იტყოდა, რომ მათია, დასუფთავების სამუშაოების
ფარგლებში ინფრასტრუქტურა დროებით გადატანილ იქნა საწყობში, ხოლო მას შემდეგ, როგორც კი გამოუჩნდა პატრონი, ბრუნდება უკან.

ამასთან, მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს მერიამ მოიპარა ტერიტორიიდან გახმოვანების აპარატურა, რაც არის დიდი ტყუილი.
თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს
გავრცელებული დეზინფორმაციისთვის"- განაცხადა კახა კალაძემ

ტეგები