სტამბოლში, არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2019 21:16
სტამბოლში, არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს

ქალაქ სტამბოლში მეორედ გამართულ ადგილობრივ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ იმარჯვებს. ამ დროისათვის დათვლილი ხმების მიხედვით მას მხარი ამომრჩეველთა 53.6%-მა დაუჭირა, ხოლო ერდოღანის მიერ მხარდაჭერილ მმართველი პარტიის კანდიდატს, ბინალი ილდირიმს 45.4%-მა.

სტამბოლში, სადაც 31 მარტს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, ილდირიმა ხმათა 48.55%, ხოლო იმამოღლუმ - 48.8% მიიღო.

ამის შემდეგ საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.

ამ დროისათვის დათვლილია ხმების თითქმის 95%.

ტეგები