ქართველი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 11:15
ქართველი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
 
რეჟისორის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის „მეტეხის თეატრი“ დაფუძნება, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში.
 
2004 წელს სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, 2014 წელს კი, დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
 
სანდრო მრევლიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი იყო.