საქართველო ისტორიული ქვეყანაა - კონჩიტამ რუსეთში 18 კონცერტი გააუქმა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 13:21
საქართველო ისტორიული ქვეყანაა - კონჩიტამ რუსეთში 18 კონცერტი გააუქმა

კონჩიტა ვურსთმა რუსეთიში ჩანიშნული 18-ვე კონცერტი გააუქმა.

პოლიტიკოსი და მომღერალი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რასაც რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებს უკეთებს არის სირცხვილი.

"საქართველოში 2012 წელს ვიყავი, ძალიან მიყვარს იქ მყოფი ლგბტ თემის წევრები და სხვა მოქალაქეები. ისინი არ იმსახურებენ ოკუპაციას! საქართველო ისტორიული და ლოიალური ქვეყანაა ევროპული სტანდარტების და განვითარებადი სამომავლო გეგმების მაგალითით. ჩემი ყველა სიმღერა ომზეა,მებრძოლ ადამიანებზე და ფენიქსივით ფერფლისგან აღმდგარ საზოგადოებაზე. ჩემი აზრით საქართველო ფენიქსია, ყველა დარტყმას გადაურჩა და თითქმის არაფრისგან ისევ თავიდან დაიწყო არსებობა", - განაცხადა მომღერალმა.