20 ივნისს დაკავებული 5 პირი სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 20:56
20 ივნისს დაკავებული 5 პირი სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი ჩადენილ დანაშაულში მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა, რის გამოც მათ ციხეში გატარებული დრო სასჯელის მოხდათ ჩაეთვალათ.

20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 მოქალაქეს მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.