"ტკივილს მუსიკით გამოვხატავ" - ბერა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 23:05
"ტკივილს მუსიკით გამოვხატავ" - ბერა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შვილმა, ბერა ივანიშვილმა, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყანჩელის "ყვითელ ფოთლებს" უკრავს. 

"საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, "ყვითელ ფოთლებს" ვუკრავ", - წერს ბერა ივანიშვილი.