„სანქციები გაუქმებულია - ევროსაბჭომ გაგვაოცა და გაგვაბრაზა...“ - ქეთევან ქარდავა
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 10:08
„სანქციები გაუქმებულია - ევროსაბჭომ გაგვაოცა და გაგვაბრაზა...“ - ქეთევან ქარდავა

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:

„სანქციები გაუქმებულია - ევროსაბჭომ გაგვაოცა და გაგვაბრაზა. თქვენ მოკალით ეს ორგანიზაცია - ამბობდნენ უკრაინელი დეპუტატები. რა სამწუხაროა, რა დასანანია რაც ვნახეთ, მოვისმინეთ და რა შედეგიც 9 საათიანი სხდომის შემდეგ მივიღეთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობის წესი შეცვალა იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები გაეუქმებინა. სანქციები მოხსნილია. ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის შეჩერებული ხმის უფლება აღდგენილია. ხვალ რუსი კანონმდებლები უკვე ამაყად მოვლენ ამ შენობაში. ყირიმის ანექსია გრძელდება. საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია.“