სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 10:28
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და 41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

ტეგები