გიორგი გაჩეჩილაძე: გთხოვთ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 13:55
გიორგი გაჩეჩილაძე: გთხოვთ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძე სიტყვით გამოვიდა.

"პირდაპირ მინდა გითხრათ, გაოცებული და გაოგნებული ვარ. როგორ აღმოჩნდა გარკვეული ნაწილი, ჩვენგან გასული ადამიანებისა და კიდევ ვიღაცები, ვისაც თავი პატრიოტებად მოაქვთ, „ნაციონალების“ ნარატივში ჩასხდნენ. ეს არის სასწაული ამ ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამ მინახავს მე. ისეთივე სასწაულია ეს, როგორც გრიგოლ ვაშაძის გარშემო არის გაერთიანებული, რომელიც მოქმედი უშიშროების ოფიცერია რუსეთის, იმის გარშემო დგას ოცი პარტია. ეს ხომ სასწაულია? ეს საზოგადოებამ ხომ უნდა შეაფასოს, ბოლო-ბოლო? რა, ძნელი გასაგებია, რა ხდება საქართველოში? ძნელი ამბავია იმის მიხვედრა, რომ ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ აგერ, ნატო შემოვიდა შავ ზღვაში, ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო გაერთიანებასთან დაკავშირებით, აბრეშუმის გზა იხსნება, რომელმაც რუსეთის გვერდის გავლით უნდა ატაროს ტვირთები, რომ რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში? რა, ძნელი მისახვედრია? და ვინ არის ამის სათავეში, ვერ ხედავთ? ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, რომელმაც ეუთოს სამიტზე, 2008 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს, ხალხი, რომელმაც „ენგურჰესის“ გადაცემაზე დოკუმენტი შექმნა რუსებთან ერთად, 2008 წლის დეკემბერში; და ჩვენ, აი ეს ხალხი, რომელიც ახლა გაიქცა აქედან, რომლის სათავეშიც დგანან რუსეთის „მგიმო“ -ს და ასე შემდეგ კურსდამთავრებულები, ერთერთი აქ ბრძანდება, ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში აქვს დამთავრებული და უშიშროების აკადემიაა, ფაქტობრივად, რა არავინ არ იცის, სააკაშვილი ვინ არის? რომ უკრაინაში მასზე სახელმწიფო ღალატზე და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული? გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, არავინ არ იცის? რომ რბილი ძალა ამოქმედდა საქართველოში და ეს პროვოკაცია, რომელიც მოაწყო რუსეთმა აქ, პარლამენტში, რომ მას დასაყრდენი სჭირდებოდა მერე ამ სიტუაციის ასაგორებლად? რთული საკითხია ამის გარკვევა ჩვენთვის პარლამენტში პოლიტიკოსებისთვის? ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რაშია საქმე რეალურად და რა საფრთხეებთან დაკავშირებით ხდება ეს ყველაფერი, რუსეთი ამოქმედებულია და რუსეთი ვერ გაბედავდა ამას, დასაყრდენი რომ არ ჰქონდეს საქართველოში ამ პოლიტიკური ორგანიზაციების სახით",- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ

მან სიტყვით გამოსვლისას 7 ნოემბერზე სიცრუის ტირაჟირებისას მიკროფონების გამორთვა მოითხოვა.

"სიცრუის ტიჟირების დროს გთხოვთ, ავტორებს გაუითიშოთ მიკროფენი მოვისმინეთ ბევრი პარალელი 7 ნოემბერთან და გთხოვთ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე",- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.