კობა კობალაძე : უდიდესი ტკივილია ჩვენთვის ახალგაზრდობის დაზიანება
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 13:58
კობა კობალაძე : უდიდესი ტკივილია ჩვენთვის ახალგაზრდობის დაზიანება

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ სიტყვით გამოსვლისას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დაზიანება ხელისუფლებისთვის დიდი ტკივილია.

"ერთი რამე მინდა გაგახსენოთ ყველას, რაც ამ ქვეყანაში ოდესმე დამართვნია ყოველთვის დამართვნია ურაპატრიოტიზმით და გაუაზრებელი ქმედებით. არავინ და არავიზე ნაკლებად შეურაცხყოფილები არ ვართ ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შემადგენლობა, როდესაც ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირის, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ადგილას ვიხილეთ ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ შესაბამისი შეფასება და განცხადებები ამას მივუძღვენით და გავაკეთეთ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს და არ არის იმის საფუძველი ,რომ ის წავიდა თავის გზას ეწია და ჩვენ ახლა ერთმანეთს თავ-პირი ვალეწოთ და რეალურად, ქვეყანა დავანგრიოთ სხვადასხვა არსებითი თუ არარსებული მიზეზით.

მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, მათ ჯანსაღ პროტესტს, რაც რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ფორუმის გახსნისას მოყვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს არ აუცილებია და ბოლომდე ზღო. გადადგა უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმა, რომელიც იყო ამ თემის ორგანიზატორი. ამავე დროს ამ პროცესის სამართლებრივი შეფასების მიმდინარეობს.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი ქმედება იყო უდავოდ ლეგიტიმური. თუ იყო გადაცდომა მათ ქმედებაში რა თქმა უნდა მე ვუყურებ რომ რაღაც გადაცდომები იყო და ამაზე შესაბამისის შეფასებები მოხდება, მაგრამ ერთი წამი თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ, ის რომ შემოვარდნილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რას გამოიწვევდა და რა პროცესები მოყვებოდა ამას ქვეყანაში.

მე გთხოვთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოპონენტებს აქვს ამის დიდი გამოცდილება, როდესაც თავიანთ გარკვეულ ისტორიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას მათ შორის, ახალგაზრდებს, შეაზილავენ კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციას მიატოვებენ და მერე დამრიგებლების ტონით გვესაუბრებიან აქ. რომელი ერთი გავიხსენო ?რომელ მეგობრობაზეა საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, თან ვისგან არის საუბარი? რომელ შედარებებზეა საუბარი 7 ნოემბრის და 26 მაისის? დავეთანხმები ჩემს მეგობრებს და არც ერთი ფოთოლი არ იყო შერხეული იმ საპროტესტო აქციებიდან მაგრამ ჩვენ 20 ივნისის დინამიკა რომ გავიხსენოთ, აღმოვაჩენთ იმას, რომ რამოდენიმე ტალღა იყო იერიში მიტანილი პირდაპირ კორდონზე, რამოდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო გატაცებული რიგიდან, რამოდენიმე კი არა 97 სამართალდამცავია დაზარალებული მათ შორის, ერთ-ერთს მხედველობა დაკარგული აქვს 85%. უდიდესი ტკივილია ჩვენთვის იმ ახალგაზრდობის დაზიანება, დიდი ტკივილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, აგონ პასუხი იმათ, ვინც ხელყო ქვეყნის

მინდა კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ თემის და ერთი რამეა, კონკრეტულად პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინ ჩაუყარა საფუძველი ამ არეულობის ინსცენირებას",- განაცხადა კობა კობალაძემ.