აკაკი ზოიძე: პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკუთვნის მათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებისკენ
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 14:05
აკაკი ზოიძე: პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკუთვნის მათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებისკენ

„აუცილებლად უნდა აგონ პასუხი მათ, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და მათ, ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც ეს ახალგაზრდები შეიარღებულებს შეატოვა:

„სიძულვილის ენით ველაპარაკებით, არის ძალიან დიდი მუხტი დაძაბულობის და აი, ეს გზა არჩევნების, როდესაც თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი გზა ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, იმისათვის რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მოვიდეს და დააფიქსიროს კიდეც არის თუ არა საკმარისად პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნება“ და მისი მთავრობა. ეს არის სწორედ ის, რასაც ხალხის ნება წყვეტს და არა აქ ზოგიერთი დემაგოგების მოთხოვნა, მაგრამ ამასთან ერთად, არსებობს პასუხისმგებლობა, იმ ხალხის, ხალხს ვერ დავარქმევ ამათ, იმ ტოქსიური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომელთაც ეს ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან, სპეციალური შეიარაღების პოლიციელებთან გაუშვეს, მარტო მიატოვეს და მათ სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს. სამაგიეროდ, დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ესაა უბედურება. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკუთვნის მათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარღებულებს. რამდენიმე საათიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ დაშავებულები, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ მოხდებოდა ისეთი პრობლემა, რომელსაც შემდეგ პოლიტიკურად გამოიყენებდნენ და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ ამ ხელისუფლების უზურპირებას და ამის გარდა, აუცილებლად პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და მათ, ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.