საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 16:52
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

დედაქალაქში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივნისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.


 

ტეგები