თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 19:23
თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის ვიცე-მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

„EBRD-ს მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს მათ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი დააფინანსეს და მიმდინარე ეტაპზეც, EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა ხორციელდება, მათ შორის, 90 ელექტროავტობუსის. აღნიშნული პროექტი EBRD-ის სახსრებით უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ამ თემებზე და სხვა პოტენციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე გვქონდა დღეს EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული და შედეგიანი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალური პროექტების განხორციელების კუთხით, EBRD-თან ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეხვედრაში EBRD-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ეკატერინა მიროშნიკი, ასევე, რეგიონული ოფისის დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.