გოგა ბითაძეს „ადიდასმა“ კონტრაქტი გაუფორმა
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 19:26
გოგა ბითაძეს „ადიდასმა“ კონტრაქტი გაუფორმა

გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

19 წლის ქართველი ცენტრი დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. სასიხარულოა, რომ გოგას უკვე გაუფორმდა პირველი სპონსორული კონტრაქტი.

სპორტული ეკიპირების ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა „ადიდასმა“ ბითაძესთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ 60 კაციანი დრაფტის შემადგენლობიდან მხოლოდ სამი კალათბურთელი აარჩია – გოგა ბითაძე, მეექვსე ნომრად არჩეული ჯარედ კალვერი და მე-15 ნომრად არჩეული ფრანგი სეკუ დუმბია.