ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 10:14
ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს. ყველა დეტალი უახლოეს მომავალში, „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

ეს კომპანია გამოუშვებს ქართული ბრენდის ქვეშ პირველ ელექტრომობილს, რომლის დიზაინსაც სწორედ ზვიად ციკოლია შექმნის.

„ახლა მიმდინარეობს წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაოები. დიზაინამდე ბევრი სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს პროცესი რომ დასრულდება, დავიწყებთ უშუალოდ დიზაინზე მუშაობას. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ყველა სხვა დეტალი პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, – ამბობს ზვიად ციკოლია „მარკეტერთან“ საუბრისას.

ტეგები