პარლამენტში, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მსჯელობას ხმაური მოჰყვა
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 10:55
პარლამენტში, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მსჯელობას ხმაური მოჰყვა

პარლამენტში დღეს დილიდან ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე მსჯელობენ. საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე დაიწყო. სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე, ამირან გულუაშვილის სიტყვით გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მან უკვე წაიკითხა და იცის, რაზე უნდა ისაუბროს პროკურორმა.

12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ტეგები