ვფიქრობთ, წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში- „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცია“
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 17:18
ვფიქრობთ,  წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში- „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცია“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“, ვიცე-პრეზიდენტ, ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე.

როგორც პაპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, ასოციაცია უფრო მობილური იქნება. მიმდინარეობს 5-წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. გადაიხედება 6 თვის ბიუჯეტიც. მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ახალი გუნდი, ახალი ხედვით წარსდგება.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაწილში იგეგმება რადიკალური ცვლილებები, პაპაშვილი განმარტავს, რომ დეტალები ერთ თვეში იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ასოციაცია 10 წლის განმავლობაში მთავრობის ამა თუ იმ ფრთასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ახლა ეს სამუშაოები უფრო ინტენსიურად მოხდება.

„ვფიქრობთ, წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში. ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან კომუნიკაცია ძალიან აქტიური გვინდა გახდეს. ჩვენი სურვილია, რომ ბიზნესის საზიანოდ არცერთი გადაწყვეტილებ არ იქნას მიღებული,“ — აცხადებს პაპაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოხდება ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭოს შეერთება. გუნდი 25 წევრით დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ორგანოები ცალ-ცალკე ოპერირებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.
 

ტეგები