მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი - ნიკა მელია
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 19:14
მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი - ნიკა მელია

„თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით“-აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე გააკეთა. საპასუხოდ მას ნიკა მელიამ მიმართა.

„დიახაც, მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, და თქვენ პანაშვიდი. დღეს თქვენ განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ თქვენს ბედს და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ, ამიტომ, წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ცილისწამება ჩემი კოლეგების მიმართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, ნიკა მელიას თხოვნა იყო, არ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას.

 

ტეგები