ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 19:24
ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

ტეგები