გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2019 11:36
 გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა კიდევ ხუთ მისამართზე მოეწყო.

სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი გლდანის მესამე მიკრორაიონი N12, ლიბანის ქუჩა კორპუსი N6 და N119 საჯარო სკოლას შორის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის კორპუსი N38-39, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N20-23 კორპუსებთან, ასევე, კაჭარავას ქუჩა N77 სპორტულ მოედანთან განთავსდა.

სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 76 570 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ტრენაჟორები, ჯამში, ოც მისამართზე დამონტაჟდა.