შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ზღვაში შესვლა აკრძალულია
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2019 12:17
შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე  4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ზღვაში შესვლა აკრძალულია

საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში.

კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

უწყების ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.
 

ტეგები