გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე წარიმართოს ამომწურავად-ბრიტანეთის ელჩი
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2019 14:06
გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე  წარიმართოს ამომწურავად-ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი 20 ივნისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე  წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად, ამომწურავად. სახალხო დამცველის ჩართვა მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგისკენ, კომპრომისისკენ",- წერს ელჩი.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყეენებული იყო რეზინის ტყვიები.



 

ტეგები