ნიკა მელიას ადვოკატმა ზოგიერთი შეზღუდვა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2019 15:56
ნიკა მელიას ადვოკატმა ზოგიერთი შეზღუდვა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივა იმ შეზღუდვების ნაწილი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეპუტატს დაუწესა.
ადვოკატის თქმით,არაკონსტიტუციურია ის, რომ პარლამენტარმა სახლიდან გასვლის შესახებ საგამოძიებო ორგანოს უნდა აცნობოს. 

„იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, როგორიცაა პარლამენტში მისვლა, სესიაზე და კომიტეტებზე დასწრება, კენჭისყრაში მონაწილეობა, აღნიშნული განჩინების ჩანაწერით, მან უნდა აიღოს ნებართვა პროკურორისგან. მიგვაჩნია, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, სადაც გარანტირებულია პარლამენტარის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლება და პირიქით, ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, ბრალდების მხარეც გაასაჩივრებს.

ტეგები