პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2019 19:41
პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება

რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

 

ტეგები