„მიშა მშვილდაძის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2019 10:25
„მიშა მშვილდაძის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ - ნიკა გვარამია

აქამდეც არანორმალურად მიყვარდა, ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, – წერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და რუსთაველზე აქციების წამყვანის, მიშა მშვილდაძის ფოტოს აზიარებს.

„ყველა ისტორიულ მოვლენას ჭირდება სიმბოლო. გადამწყვეტ ვითარებებში, ხალხი მაინც სიმბოლოებით აზროვნებს, სიმბოლოებს მიყვება და ეს სიმბოლოები კულტივირებენ სწორ ფასეულობებს და პრინციპებს.

ხოდა ჩემთვის ამ აღმაფრთოვანებელი მოვლენების სიმბოლო ეს უკეთილესი, უნიჭიერესი და დიდი პატრიოტი ბიჭია. აქამდეც ხო არანორმალურად მიყვარდა, ახლა საერთოდ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – წერს „ფეისბუქში“ ნიკა გვარამია.

ტეგები