სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე მსჯელობენ
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2019 11:21
სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე მსჯელობენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.

პროცესს ნიკა მელიასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებიც ესწრებიან.

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მის მიმართ დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდა - ის საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაც ეკრძალება.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
 

ტეგები