მგზავრმა ბათუმის აეროპორტის Duty Free-ში სათვალე მოიპარა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2019 15:47
მგზავრმა ბათუმის აეროპორტის Duty Free-ში სათვალე მოიპარა

ბათუმის აეროპორტში, ავიაკომპანია Israir-ის რეისზე, მგზავრს ნაქურდალი სათვალე აღმოუჩინეს. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" წერს.

ბათუმის პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, მგზავრი საქართველოდან თელავივში ბრუნდებოდა და ბათუმის აეროპორტის Duty Free-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მზის სათვალე მოიპარა. სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერების საფუძველზე ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებაც მოახდინეს.

სათვალის აღმოსაჩენად სამართალდამცავებმა ბარგის ჩამოცლა დაიწყეს, რის გამოც რეისი მცირე დროით შეყოვნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები